ჩვენ შესახებ
კლინტექი - არის ლიდერი კომპანია საქართველოში, პროფესიონალური სადეზინფექციო, სარეცხი და ჰიგიენური საშუალებების წარმოებაში. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ (აზერბაიჯანი,სომხეთი).
ამასთანავე, კომპანია ახორციელებს მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბრენდების პროდუქციის იმპორტს პროფესიონალური სარეცხი და ჰიგიენური საშუალებების წარმოებაში, როგორებიც არიან: Diversey , Duni, Bayer, Eermop და IPC.
კომპანიის ხელმძღვანელი, ლადო ჭელიძე:
-კომპანია კლინტექი 2003 წლიდან იწყებს მოღვაწეობას. იმ დროისთვის, ბაზარს არ ჰყავდა ამ ბიზნესში გამოკვეთილი და უცვლელი ლიდერები. უცხოური ბრენდული სასტუმროები კი მოითხოვდნენ თავიანთი დეპარტამენტებისთვის Housekeeping, Kitchen, Laundry მიმართულებით ეფექტურ გადაწყვეტილებებს. კლინტექის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო თავი დაემკვიდრებინა ხარისხით და არა ფასით.თუმცა ხარისხთან ერთად, მასთან მიმართებაში ხელმისაწვდომი ფასების არსებობამ, შეძლო ამ სექტორის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რამაც ხელი შეუწყო ჩვენი და მათი ბიზნესის განვითარებას.
კლინტექის მომხმარებლების გარკვეულ ნაწილს სურდა არა მხოლოდ შეესყიდა სარეცხი საშუალებები, არამედ გადაეცა თავისი დეპარტამენტები დასუფთავების კონტრაქტორებისათვის, ამიტომაც 2008 წელს, ჩამოვაყალიბეთ ახალი კომპანია Dr. Rodger Service Мanagement, რომელიც ახორციელებს გარე და შიდა ტერიტორიების დასუფთავებისა და დეზინფექციის სერვისს. კომპანია მალევე გახდა ლიდერი დასუფთავების სფეროში საქართველოს ბაზარზე. ამჟამად მისი ლოჯისტიკური ცენტრები წარმოდგენილია შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ბორჯომი, თელავი.
კლიენტების მომსახურების მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, 2013 წელს აშენდა დამოუკიდებელი ობიექტი - თეთრეულის სამრეცხაო - Cleantech Laundry Service. სამრეცხაოს მთავარი მიზანია, მაქსიმალური ხარისხისა და წამყვანი ტექნოლოგიების დანერგვა ქიმწმენდისა და რეცხვის მიმართულებით, ასევე ამ მომსახურების მიწოდება მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის. ჩვენ ვემსახურებით თითქმის ყველა ტიპის დაწესებულებას, მათ შორის: სასტუმროებს, რესტორნის ქსელებს, საავადმყოფოებს და სხვა სამედიცინო დაწესებულებებს. სამრეცხაოს მომსახურებებში შედის: რეცხვა, დაუთოვება, დეზინფექცია, თეთრეულის აღდგენა და ტრანსპორტირება. ასევე, თეთრეულის იჯარა და დამატებით, ექსკლუზიური მომსახურება - თეთრეულის მოპარვის საწინაარმდეგო სისტემა, რომელიც არის ინოვაციური საქართველოში.
კლინტექი მომხმარებლებს სთავაზობს დამატებით სერვისს - ტრენინგებს პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ჩვენი ტრენინგ ცენტრის მთავარი მიზანია, მსმენელს გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება დასუფთავების თანამედროვე მიდგომებისა და სტანდარტების შესახებ. ტრენინგები უკვე რამდენიმე წელია აქტიურად და რეგულარულ ტარდება სხვადასხვა ორგანიზაციებში: 5 და 4 ვარსკვლავიან სასტუმროებში, რესტორნებში, საკმურნალო-პროფილაქტიკურ და ესთეტიკურ ცენტრებში, კაფეებში, სწრაფი კვების ობიექტებში, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კლინტექის ასორტიმენტი ყოველდღიურად იზრდება და ფართოვდება. ამასთანავე, ვახორციელებთ უწყვეტ მონიტორინგს წარმოებაში. ვთანამშრომლობთ მხოლოდ საიმედო მომწოდებლებთან და ვაწარმოებთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქციას. კლინტექის გუნდი მუდმივად მუშაობს თქვენთვის მაქსიმალური კომფორტისა და ხარისხის ოპტიმიზაციაზე, რათა გაგიადვილდეთ სასურველი პროდუქციის შერჩევა.
მადლობას გიხდით, რომ გააკეთეთ სწორი არჩევანი!
გისურვებთ წარმატებებს!
პატივისცემით,
ლადო ჭელიძე
ნინო კახიაშვილი
სამრეცხაო კომბინატის მმართველი
2019 წლიდან წამოვიწყეთ ახალი პროექტი, თეთრეულის პროფესიონალური სამრეცხაო, რომლის მიზანია, საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი სერვისის მიწოდება.
კლინტექის სამრეცხაო ემსახურება სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებს: როგორიცაა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები, ბრენდული რესტორნის ქსელები, საავადმყოფოები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები.
ჩვენი კომპანიის სერვისში შედის : რეცხვა, დაუთოვება, დეზინფექცია, ტრანსპორტირება, ასევე თეთრეულის იჯარა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური მომსახურება, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ თეთრეულის მოპარვის საწინააღმდეგო სისტემას, რაც საქართველოში ჯერ-ჯერობით ინოვაციურია.სამრეცხაო აღჭურვილია ესპანური და გერმანული წარმოების ულტრა თანამედროვე დანადგარებით. რეცხვისას ვიყენებთ პროფესიონალური ჰიგიენის სფეროში მსოფლიო ლიდერ კომპანიის Dyversey -ის უმაღლესი ხარისხის სარეცხ საშუალებებს, რომლის ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში არის კომპანია კლინტექი. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, ამიტომ ვცდილობთ მივყვეთ თანამედროვე ტენდენციებს და მუდმივად ვაუმჯბესოთ ხარისხი. საქართველოში როგორც ტურიზმის ასევე სამედიცინოს სექტორის მასშტაბები იზრდება, შესაბამისად ჩვენი სერვისის საჭიროებები მუდმივად მზარდია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ცოდნასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ამ მიმართულებით უაღრესად დროული და საჭიროა. სწორედ ამიტომ მუდმივად ვუზიარებთ ინფორმაციას და გამოცდილებას ჩვენ პარტნიორებს ტურიზმში , სამედიცინო სფეროში, კვების ობიექტებში და შენობის მოვლის მიმართულებით.
კონტაქტი
მისამართი:
თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 68ა
ელ-ფოსტა:
ტელეფონის ნომერი: